top of page

“ისტორიის მცველებისგან“ / From "History Keepers"


MCERC-ის პროექტის „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“. ერთ-ერთი აქტივობა მოიცავს უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას და დეზინფორმაციის შემცირებას.


დეზინფორმაცია (რომელიც შესაძლოა მეტწილად სიმართლითაც იყოს შეფუთული) უფრო მეტად მოქმედებს იმ თემებზე, რომლებზეც ცოტა რამ, ან არაფერი ვიცით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ახალი ვირუსზე, კრიპტოვალუტაზე, ისტორიულ მოვლენაზე. დეზინფორმაცია მოქმედებს ემოციებსა და ჯანმრთელობაზეც. იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა დეზინფორმაცია სწორად გადაამუშავოს და შეამციროს მისი მავნე ზემოქმედება, პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეს მეტი იმ თემების შესახებ, რომლებსაც მანიპულაციისთვის ამზადებენ. მეტი ინფორმირებულობა - ამცირებს დეზინფორმაციის ეფექტს.


იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას, აუცილებელია, ვიცოდეთ მეტი უკრაინის ისტორიის შესახებ...


I.

II.


988 წელს კიევის რუსეთის დიდი მთავარი ვლადიმირი ქრისტიანად მოინათლა უძველეს ქალაქ ხერსონესში და კიევის რუსეთში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.


III.

IV.


1552 წელს დაარსდა ზაპოროჟიეს სეჩი - თავისუფალი კაზაკების გაერთიანება. მოგვიანებით „კაზაკი“ უკრაინელების ნაციონალური იდენტობის ცენტრალური ფიგურა გახდა.


V.

1654 წელს უკრაინამ დადო პერეიასლავსკის სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთთან. დოკუმენტის ორიგინალი დღემდე არაა მოძიებული, ამიტომ შეთანხმების დეტალები უცნობია.

ამ პერიოდიდან, უკრაინა რუსეთისთვის ევროპის კარიბჭე გახდა: უკრაინელების დახმარებით რუსეთმა დაამარცხა შვედები, შემდეგ - თურქები... მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაზე.


VI.



იცოდით, რომ ჯერ კიდევ 1240 წლის მონაცემებით, მონღოლების შემოსევისას და ქალაქის გადაწვისას, კიევის მოსახლეობა 50 ათასი იყო?




VII.


იცოდით, რომ XIX საუკუნის დასაწყისში უკრაინელების უმეტესობა რუსულ ენაზე არ ლაპარაკობდა?


სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო უკრაინელების რუსიფიკაცია!



VIII.

1932-33 წლებში, ჰოლოდომორის დროს, უკრაინაში შიმშილით 4,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა.


2006 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო ჰოლოდომორის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 1932-33 წლებში საბჭოთა კავშირის შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად წარმოჩენა მეცნიერულად დაუდასტურებელი და პოლიტიზებული გადაწყვეტილება იყო.


IX.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ უკრაინაში რეპრესირებულთა რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია.

2022 წელს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, 2 მილიონი ადამიანი (მათ შორის, 300 000 ბავშვი) არის დეპორტირებული რუსეთში.


X.




1834 წელს დაარსდა კიევის უნივერსიტეტი.






XI.


2022 წელს, უკრაინელი ფილოსოფოსის, განმანათლებელისა და პოეტის,

გრიგორი სკოვოროდას დაბადებიდან 300 წლის იუბილეაღინიშნება.


„სიმართლე მარტივად საუბრობს“ - ამბობდა გრიგორი სკოვოროდა

(1722-1794) უკრაინელი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, პოეტი.





XII.


ტარას შევჩენკო (1814-1861) - უკრაინის ეროვნული გმირი, უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, მოაზროვნე, მხატვარი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე.


"რამდენი საერთო აქვს ამ ხალხს ჩვენთან!" - თქვა ტარას შევჩენკომ, როცა გაეცნო აკაკი წერეთლის მოთხრობას საქართველოსა და ქართველებზე. ტარას შევჩენკო ლექსში "კავკასია" (1845) გმობს რუსეთის იმპერიის ომს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და განადიდებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.


XIII.


"მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი" - ლესია უკრაინკა (1871-1913) - უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი. მან თავისი ცხოვრები ბოლო წლები საქართველოში გაატარა.


XIV.

ლინა კოსტენკო, უკრაინელი მწერალი და პოეტესა, 60-იანელი. დაიბადა 1930 წელს.

„უკრაინა - ექსკლუზივია!... იგი ისეა გამოწრთობილი, რომ უდიდესი გამძლეობა აქვს. თანამედროვე მსოფლიოში ის შეუფასებელია!“


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.


პროექტი მიზნად ისახავს:


  • უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის შემცირებას;

  • უკრაინასა და საქართველოში აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მხარდამჭერი გარემოს შექმნას;

  • მედიაგაშუქების გაუმჯობესებას უკრაინის ისტორიისა და უკრაინელების შესახებ.

  • რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რომელიც მოიცავს უკრაინის ისტორიის გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიას.

  • სოლიდარობის ჟურნალისტიკის სტიმულირებას - მოწყვლადი ჯუფების (უკრაინიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების) აკურატულ მედიაგაშუქებას.

პროექტის ფარგლებში, 2022 წლის აქტივობები მოიცავს:

  • ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის უკრაინის ისტორიასა და სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე;

  • დისკუსიებს უკრაინასა და საქართველოში მყოფი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობით;

  • პოდკასტების სერიას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;

  • აკადემიურ ბლოგების შექმნას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;

  • უმაღლეს სასწავლებლებში სოლიდარობის ჟურნალისტიკის შესახებ საგანმანათლებლო მოდულების დანერგვას.

გახდი ისტორიის მცველი MCERC-თან ერთად!



Comments


survey presentation_17 July
bottom of page