top of page

"ისტორიის მცველების" დაჯილდოება

"მედიახმამ“ 2025 წლის „ისტორიის მცველები“ დააჯილდოვა. წელს „ისტორიის მცველები“ განხდნენ მოქალაქე ჟურნალისტები და ის ორგანიზაციები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში.


ღონისძიება გიამართება „დედაინის ბარში“, მონაწილეებს სიტყვით მიმართა კანადის ელჩმა საქართველოში კევინ ჰამილტონმა. ღონისძიებას დაესწრნენ სამოქალაქო ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


„ისტორიის მცველების“ ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისცებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. წელს "ისტორიის მცველების" ჯილდოს მფლობელები განდნენ: მაკუნა გოჩიაშვილი, თათია დათაშვილი, თეონა ფანქველაშვილი, თაკო კურატიშვილი, ეზზ გაბერი, გიორგი გაგოშიძე, თაზო მახარაძე, გიორგი ჟამერაშვილი, ცოდნის კაფე და 12-ე სართული.



ღონისძიების მედია გაშუქება იხ. ბმულზე, ფორმულა TV, 26 თებერვალი. https://www.facebook.com/TVFormula/videos/1149698966636667/














დაჯილდოების ბოლოს გაიმართა მოქალაქე ჟურნალისტების ჰაბის პრეზენტაცია (მიჰყევით ბმულს: https://c-journalist.media/), სადაც განთავსებულია “მედიახმის“ მომზადებული მოქალაქე ჟურნალისტის გზამკვლევები ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ და ჟესტურ ენაზე. ჰაბი გააძლიერებს აქტიური მოქალაქე ჟურნალისტებისა და პროფესიონალი მედიის თანამშრომლობას.


ღონისძიების მხარდამჭერია კანადის საელჩო საქართველოში და კანადის ფონდი ლოკალური ინიციატივებისთვის.

Comments


survey presentation_17 July
  • Facebook
  • Instagram

© 2015-2024 MCERC

bottom of page