30 იანვარს ჩატარდა ვებინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიის წარმომადგენლებმა.

ვებინარზე "მედიახმის" თავმჯდომარემ პროფ. მარიამ გერსამიამ მონაწილეებს წარუდგინა ახალი კვლევა, რომელიც კანონის ინსტრუმენტალიზაციას იკვლევს.
ასევე აცნობა სიახლე, რომ დარეგისტრირდა ახალი ორგანიზაცია ესტონეთში "Media Voice Europe", რომელთანაც "მედიახმა" აქტიურად ითანამშრომლებს.
მემორანდუმის ფარგლებში და ერთიანი ბრენდის ქვეშ, რეგიონში მედიის თავისუფლების დაცვისთვის ერთობლივი აქტივობები დაიგეგმება. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მსგავსი გამოცდილების გამოწვევები და პერსპექტივები.
"მედიახმა" მადლობას უხდის ორგანიზაცია "Black Sea Trust"-ს მხარდაჭერისთვის.
Σχόλια