„მედიახმამ“ევროპის დღე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ისტორიის მცველების“ ფარგლებში აღნიშნა. "მედიახმის" პავილიონი განთავსებული იყო „ექსპო-ჯორჯიაში“, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მოინახულა.
"მედიახმის" სადისკუსიო პანელზე სტუმრებს შეხვდნენ სპიკერები:
თეონა ცხომელიძე, „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი; „ისტორიის მცველების“ გამარჯვებული, რომელმაც ისაუბრა თემაზე: დეზინფორმაცია და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოწვევები;
დედა სიდონია, ტოლერანტობის ქომაგი, ხელოვანი, „ისტორიის მცველების’ გამარჯვებული, რომელმაც ისაუბრა თემაზე: ხვალინდელი დღე უკრაინისა და საქართველოსთვის;
მარიამ გერსამია, „მედიახმის“ დამფუძნებელი, ევროკავშირის EAP სტიპენდიატი („ისტორიის მცველების“ პროექტის ავტორი), პროფესორი (თსუ), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: მედიის, დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორიების გავლენა;
მაია ტორაძე, „მედიახმის“ თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი (თსუ), რომელმაც ისაუბრა თემაზე: რატომ სოლიდარობის ჟურნალისტიკა?
“მედიახმამ“ პროექტი „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ განახორციელააქტიბობების სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის სტიპენდიანტი იყო მარიამ გერსამია, „მედიახმის“ დამფუძნებელი.
Comments