top of page

„დემოკრატიის მცველებთან“ კომუნიკაციის სტრატეგიებში ტრენინგი ჩატარდა

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითმა ცენტრი (MCERC) აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სტრატეგიები“. 8 აპრილს თბილისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატიის მცველების“ წევრები, მათ შორის სამართლის სკოლის სტუდენტები და მოსწავლეები. ტრენინგი ჩაატარა MCERC-ის დამფუძნებელმა პროფ. მარიამ გერსამიამ.


„დემოკრატიის მცველები“ ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, ავტორიტარიზმის შეკავება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენ, დემოკრატიის მცველები, არაძალადობრივი წინააღდეგობის გაძლიერებისთვის, აქტიურად ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ორგანიზაციებს და ყოველდღიურ რეჟიმში თავადაც ვზრუნავთ განვითარებაზე“ - აღნიშნავს მოძრაობის თანადამფუძნებელი რაფიელ კაკაბაძე.


შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა შექმნეს საჯარო განცხადების აუდიოსცენარი („sound scripting“) და კამერის წინ იმუშავეს მესიჯის კონსტრუირებაზე. ასევე, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ ბრიფინგში.


MCERC-ის ტრენინგები აგებულია მედიაფსიქოლოგის, პროფ. მარიამ გერსამიას საავტორო კურსის (PR 101) მიხედვით, შედგება თეორიული და პრაქტიკული მოდულებისგან და მოიცავს თემებს:


· კომუნიკაციის მოდელები, სხეულის ენა

· მედიამეხსიერება და მესიჯის სტრუქტურა

· ხმის/აუდიო სცენარის შექმნა („sound scripting“)

· საჯარო გამოსვლების და დებატების ხელოვნება

· ბრიფინგის ორგანიზება

· მედიასთან ურთიერთობა: კრიზისულ სიტუაციებში საპასუხო გეგმის მომზადება

· მედია და ემოციები: რატომ გვიზიდავს ნეგატიური ამბები?

· სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის მომზადება


MCERC-ის ტრენინგები და მასტერკლასები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარები PR-ისა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.

Comments


survey presentation_17 July
bottom of page