top of page

ევროპის დღე „ისტორიის მცველებთან“ ერთად

11 მაისს, „მედიახმამ“ ევროპის დღე „ექსპო ჯორჯიაში“ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში აღნიშნა, რომელსაც უმასპინძლა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. წელს პირველად, საქართველომ ეს დღე უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით აღნიშნა.


ღონისძიებას ათასობით ადამიანი შეუერთდა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს ასუნსიონ სანჩეს რუისს, დელეგაციის ატაშეს დანიელ რაკოვსკის და სხვებს, რომელმაც „მედიახმის“  სტენდი მოინახულეს.



რა არის ის ერთი ნაბიჯი, რომელიც გვაახლოებს და/ან გვაშორებს ევროპას?

ამ შეკითხვებს პასუხობენ სტუდენტები, ლექტორები, მოსწავლეები, სხვადასხვა პროფესიისა და ქვეყნის მოქალაქეები.


მთელი დღის მანძილზე ჩვენს სტენდთან ჩაიწერა საქართველოს, უკრაინის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ათობით ვიდეო-შეტყობინება, რომელიც აერთიანებს ჩვენს საერთო სურვილებსა და ღირებულებებს.


მათი გზავნილების ვიდეო-დაიჯესტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.



“ისტორიის მცველების“ პროექტი ხორცილედება ევროკავშირის დახმარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების 

სტიპენდიის ფარგლებში. უფრო მეტი პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Comments


survey presentation_17 July
bottom of page