2024 წლის მედიაგარემოს კვლევა გამოქვეყნდა
- MCERC MCERC
- Mar 31
- 2 min read
26 მარტს “მედიახმამ“ მედიაგარემოს ყოველწლიური კვლევა “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის საქართველოში“ გამოაქვეყნა. პრეზენტაციას დაესწრნენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია გახსნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერმა.

კვლევა გამოკვეთს საფრთხეებს და მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის სიცოცხლისუნარიანობასა და მედიისადმი ნდობაზე საქართველოში. კვლევა გამოკვეთს, როგორ იმოქმედა „სუპერ არჩევნების წელს“ არსებულმა გამოწვევებმა მედიის სანდოობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და პროდუქტის ხარისხზე.
კვლევაში გაანალიზებულია, რა ზეგავლენა მოახდინა ინფორმაციულ ეკოსისტემაზე „აგენტების/რუსულმა კანონმა“ და საპროტესტო დემონსტრაციებმა არჩევნებამდე და მის შემდეგ. შეფასებულია, რა და როგორ მოქმედებს მედიისა და სხვა აქტორებისადმი ნდობაზე და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ ნდობის გაზრდა; კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს; კვლევის აანალიზებს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.
წლევანდელ კვლევაში პირველად გამოკვეთილია სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი კრიზისულ სიტუაციებში და მედიის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი
ინსტრუმენტები და ტრანსფორმაციული გამოცდილების მაგალითები. გამოკვეთილია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღკვეთისთვის აუცილებელი, მიზნობრივი სანქციებისა და საერთაშორისო სასამართლოების როლი.
მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით. კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები ჟურნალისტების უსაფრთხოების, მედიისადმი ნდობისა და სოლიდარობის გაძლიერებისთვის, მედიის წინააღმდეგ კანონების ინსტუმენტალიზაციის შეჩერებისთვის და სხვ.
კვლევის ავტორები არიან მარიამ გერსამია (თსუ, პროფესორი, „მედიახმის დამფუძნებელი); ეკატერინე გიგაური („მედიახმის“ უფროსი მკვლევარი); გვანცა გურგენიძე („მედიახმის“ მკვლევარი);
გაეცანით კვლევის სრულ ვერსიას: https://www.mediavoice.ge/_files/ugd/67508d_7a2ae05b75bb4c81a6e0a4c09fbcf675.pdf
კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
მედიაგაშუქების ბმულები:
Civil.ge: https://civil.ge/archives/671972?fbclid=IwY2xjawJXjONleHRuA2FlbQIxMQABHZ2fKf0kzp6fZW3IvCCphFtZU2udTKhplr0jh5Bh5oQpPrOxO5eYII9G6Q_aem_lT_MiFhywRB6z5OZc-AWzQ
InterPressNews:
TV პირველი, გადაცემა "პირველამდე": https://www.facebook.com/Pirvelamde/videos/542860518832761/
ფორმულა TV, გადაცემა "ყოველდღე": https://www.facebook.com/formulanews.ge/videos/1201382208317998/
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "სათქმელი": https://www.facebook.com/AjaraTV/videos/1218442966684867/
Evronews Georgia:
bm.ge: https://bm.ge/news/represiulma-da-antidasavlurma-kanonebma-riskis-qvesh-daayena-mediis-tavisufleba-kvleva
Comentarios