top of page

"მედიახმა" ზუგდიდიდან

პროექტის „მედიახმა: მეტი თავისუფლება და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოფი და სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია 21 და 22 იანავრს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას, რომლის ორგანიზატორია “მედიახმა“ დაესწრნენ ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


“მედიახმის“ პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.


„მედიახმის“ტრენერები და ექსპერტები არიან:


  • ირინე ქურდაძე, საერთაშორისოსამართლისინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;

  • თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტიდაჟურნალისტი;

  • ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“მთავარირედაქტორი, ლექტორი;

  • თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).

სესიები დაეთმო თვითცენზურის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების გაშუქების სპეციფიკას, სოლიდარობის ჟურნალისტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების აკურატულ გაშუქებას.


"ჟურნალისტები თვითცენზურას ამართლებენ იმით, რომ ამის უკან არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საკითხები და რისკები, რომელიოც შეიძლება მოდიოდეს გარე და შიდა აქტორებისგან. თვითცენზურის შესამცირებლად საჭიროა არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური სტრესმედეგობის გაძლიერება. ადამიანს ბუნებრივ, მხარდამჭერ გარემოში აქვს რესურსი თავად შეძლოს სტრესთან გამკლავება, თუმცა ეს უფრო იოლი ხდება როდესაც მის გარშემო სოლიდარული გარემოა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტს სამუშაო გარემოში ჰქონდეს სოლიდარობის შეგრძნება, ეს მხარდაჭერა უნდა იყოს რუტინული, ყოველდღიური არა ერთჯერადი/ფრაგმენტული სახით" - აღნიშნა მარიამ გერსამიამ.


საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თამარ ალექსიძემ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიის როლზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. ასევე დასაშვებ შეზღუდვებზე და შესაბამის კრიტერიუმებზე. ტრენინგის მონაწილეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო მარეგულირებლების საკითხთან დაკავშირებით.


"მედიახმის" გამგეობის წევრმა მაია ტორაძემ ისაუბრა სოლიდარობის ჟურნალისტიკის რაობასა და საჭიროებაზე, მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების სპეციფიკასა და საზოგადოებასა და მედიას შორის ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობაზე. "მედიამ უნდა გაგზავნოს საზოგადოებასთან ძლიერი მესიჯი: სიმართლის თქმა გვჭირდება! სიმართლის თქმას ვერავინ აკრძალავს!", - ითქვა სესიაზე.


ექსპერტმა ზურა ვარდიაშვილმა ისაუბრა კრიმინალური თემების გაშუქების სპეციფიკაზე და კონკრეტული ქეისების მაგალითზე აჩვენა როგორ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ეთიკურად გამართული ინფორმაცია მომხდარი დანაშაულის თაობაზე.



22 იანვარს გამართულ სოლიდარობის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. შეხვედრის თანაორგანიზატორები იყვნენ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ზუგდიდის ქალთა კლუბი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მედიისა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


დისკუსიისას გამოიკვეთა სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაციის გზები. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა რეგიონული თემების მეტი აქტუალიზაცია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობით. მეტი ყურადღებაა საჭირო მოწყვლადი ჯგუფების თემების გაშუქების კუთხითაც. მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიური თანამშრომლობა, მედიის სანდოობის გაზრდა და სანდო მედიის ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისთვის დისკუსიის დაწყება (მათ შორის საზოგადოების/აუდიტორიისა და დონორების ჩართულობით).

MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.




Comments


survey presentation_17 July
bottom of page